weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2018 წელს ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი ამხილეს

12:07 სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი ამხილეს, ხოლო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, რვა პოლიციელს დისციპლინური სახდელი დაეკისრა.

დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მიმართვიანობა გაზრდილია, რაც სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლებით არის განპირობებული.

„გაზრდილია გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, აგრეთვე, გამოცემული შემაკავებელი ორდერების მაჩვენებელი: 2017 წელს გამოძიება დაიწყო 2 828 საქმეზე, ხოლო 2018 წლის 9 თვეში – 4 339 საქმეზე. 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წლის 9 თვეში 3 000-მდე პირის მიმართ.

2017 წელს გამოცემულ იქნა 4 370, 2018 წელს კი – 5 472 შემაკავებელი ორდერი“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები. 2017 წელს შემაკავებელი ორდერების დარღვევის მაჩვენებელი 9% იყო, 2018 წლის 9 თვეში კი 6% შეადგინა. ლონდა თოლორაიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც რისკის შეფასების ინსტრუმენტი ამოქმედდა, შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები 4%-ით შემცირდა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წლის იანვარში შეიქმნა. დეპარტამენტი ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]