შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დამხარება გამოიძახეს, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მათთან მიყვანის დროს ბაშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.