საზოგადოებრივი მაუწყებელის განცხადებით, ამის შესახებ შეტყობინება „რადიო თავისუფლებას“ 5 ივნისს გაეგზავნა. მათივე განმარტებით, ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემის „ინტერVIEW“ დამზადების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება 2017 წლის 10 ივლისიდან შეწყდება, ხოლო „წითელი ზონას“ დამზადების შესახებ ხელშეკრულება - 2017 წლის 17 ივლისიდან. აღნიშნული ხელშეკრულებები 2015 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა.
7 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ მაუწყებლის დებულებაში ცვლილებების პროექტს დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვითაც არსებული გადაცემები მაუწყებლის ეთერში 2017 წლის 17 ივლისამდე დარჩება, ახალი სეზონისთვის კი გადაცემები კონკურსის გზით შეირჩევა.