weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება

13:04 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018

ყოველი წლის 10 ოქტომბერს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაცია 2018 წელს ამ დღის კამპანიის წარმოებისას საზოგადოების ყურადღებას ახალგაზრდების წინაშე მდგარ პრობლემებზე ამახვილებს. სწორედ ამიტომ, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის წლევანდელი თემააახალგაზრდები და ფსიქიკური ჯანმრთელობა ცვალებად მსოფლიოში“.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ დღევანდელ მსოფლიოში ახალგაზრდები მუდმივად ებრძვიან ადამიანის უფლებების დარღვევის უარყოფით შედეგებს - ომს, ძალადობას სახლსა და სკოლაში; განიცდიან კიბერ ბულინგს; თამაშობენ ძალადობრივ ვიდეოთამაშებს; ხდებიან კიბერ დანაშაულის მსხვერპლი. ფსიქიკური დაავადებების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონე უკიდურესად დაბალია. შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, რათა გაუმკლავდნენ არსებულ პრობლემებს.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობა სახელმწიფოს წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ქვეყანაში დღემდე არ არის შემუშავებული ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო პროგრამები. ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადების კუთხით. დარგის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით მიღებული ზომები არ არის საკმარისი სფეროს სათანადო განვითარებისთვის. გამოწვევას წარმოადგენს ბავშვთა მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზება. პრობლემად რჩება ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს, გააქტიურონ მუშაობა არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, რათა სათანადოდ იქნას დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]