weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

2019 წელს მთავრობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას გეგმავს

17:52 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018

საქართველოს მთავრობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას გეგმავს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სოფლის მხარდამჭერის პროგრამის შესახებ ჩანაწერი არ არის, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა რეგიონების ფონდის ფარგლებში მიმდინარეობს.

გიორგი კაკაურიძე ვერ აკონკრეტებს, რამდენი ლარით დაფინანსდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა: „ეს ჯერ განსაზღვრული არ არის. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს, რომ ეს პროგრამა შედეგიანი იყოს და არა ისეთი, როგორიც მანამდე იყო“.

ცნობისთვის, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სხვადასხვა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით 260 მილიონილარი, ხოლო მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის 20 მილიონია გათვალისწინებული.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება 2009 წელს დაიწყო. 2009-2011 წლებში პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი იყო, 2012 წლიდან 50 კი მილიონი. პროგრამის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობა თავად წყვეტდა, გამოყოფილი თანხები რაზე მიემართა. პროგრამა 2016 წელს გაუქმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]