weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ევროპის ფონდის გუნდი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, დევიდ ლის განცხადებებს ემიჯნება

21:40 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018
ფოტოზე დევიდ ლი ფოტოზე დევიდ ლი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის ფონდისგუნდი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, დევიდ ლის განცხადებებს კატეგორიულად ემიჯნება. ევროპის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში დევიდ ლი თავს ესხმის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მათ საქმიანობას.

ევროპის ფონდის გუნდი მიიჩნევს, რომ საბჭოს თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი განცხადებები ზიანს აყენებს ქვეყნის სამოქალაქო სექტორის რეპუტაციას და მის რეალურ ფუნქციას, იყოს სახელმწიფოს დემოკრატიული მართვის ერთ-ერთი გარანტი.

„ევროპის ფონდის თანამშრომლებს, ისევე როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებს, ყოველთვის გამოარჩევდათ საჯარო განცხადებების მაღალი სტანდარტი, რაც ფონდის წარმატებულად ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. საბჭოს თავმჯდომარის ბოლოდროინდელი ქმედება კი პრინციპულად ეწინააღმდეგება ფონდის მიერ დაწესებულ ამ მაღალ სტანდარტს.

2018 წლის ივლისში ევროპის ფონდის ხელმძღვანელობა და სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრი ერთსულოვნად, საჯაროდ გაემიჯნენ თავმჯდომარის განცხადებებს. სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი არ აღმოჩნდა საკმარისი, რამდენადაც დევიდ ლი განაგრძობს მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაკნინებას, მაშინ, როდესაც ფონდის მისია სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდაა. ვიზიარებთ რა ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, ვმუშაობთ სამეთვალყურეო საბჭოსთან დადგენილი პროცედურების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად.  

ევროპის ფონდი აგრძელებს სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას, რათა ერთობლივი ძალისხმევით საშუალება მივცეთ მოქალაქეებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბოლო დღეებში, დევიდ ლიმ Facebook-ის პირად გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური განცხადებების გამო რამდენჯერმე გააკრიტიკა. მისი თქმით, საქართველოში მესამე სექტორი დაუბალანსებელია.

„როცა მესამე სექტორს არ აქვს ბალანსი, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას არ აქვს მესამე სექტორი. ბევრი პოლიტიკური განცხადება არასამთავრო ორგანიზაციებიდან დღეს არ არის დაბალანსებული. არჩევნების დროს ასეთი პროპაგანდა არის ეროვნული სკანდალი“, - წერდა დევიდ ლი 7 ოქტომბერს.

მოგვიანებით ის „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ სალომე ზურაბიშვილზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ნიკა გვარამია სიძულვილის ენას იყენებს და ტყუის, როდესაც სალომე ზურაბიშვილს რუსეთის აგენტს უწოდებს.

დევიდ ლი ევროპის ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობასაც იკავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]