weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ავღანეთში ქურდობის ფაქტზე 9 ქართველ სამხედროს 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდა

12:22 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018

ავღანეთში, საავიაციო ბაზა „ბაგრამზე“ არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით 9 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ბრალი წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომ 2018 წლის 30 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, აშშ კონტიგენტის სამხედრო პოლიციის მიერ გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე, დაიწყო წინასწარი გამოძიება. კერძოდ, 24 ივლისს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა, საავიაციო ბაზა „ბაგრამის“ ტერიტორიაზე არსებული მაღაზიიდან ნივთები მოიპარეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული, სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის 5 სამხედრო მოსამსახურე თავისუფალ დროს შევიდა მათ საცხოვრებელ ყაზარმასთან ახლოს არსებულ ე.წ. PX-ს ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების 2952.29 აშშ დოლარის ღირებულების ნივთებს. იმავე დღეს, აღნიშნული პირები იგივე ბატალიონის სხვა 4 თანამზრახველთან ერთად, იმავე ქსელის სხვა მაღაზიაში, ასევე ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების 3599.60 აშშ დოლარის ნივთებს.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად ორივე მაღაზიაში მოპარული ნივთები მფლობელს დაუბრუნდა. ფაქტზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მყისიერად მოხდა დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე პირების მივლინების შეწყვეტა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნება. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ჩატარდა ყველა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სამინისტრო განმარტავს, რომ „ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია. ცალკეული პირების დანაშაულებრივი ქმედება კი არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტიგენტთან“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]