weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მაღალმთიან დასახლებებში პენსია 24 ლარით გაიზრდება, ბარში 20 ლარით

16:14 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018

2019 წლის 1-ლი იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები საპენსიო ასაკს მიღწეული პირები პენსიის სახით 240 ლარს მიიღებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, 40 ლარით გაიზრდება სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასები.

ქუცნაშვილის თქმით, პენსიების გაზრდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონითა და 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული.

„ახალი წლიდან მთის სოფლებში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებსა და სკოლის პედაგოგ პენსიონერებს პენსია 240 ლარი გაუხდებათ. ასევე, 40 ლარით გაეზრდებათ ხელფასი სოფლის ექიმებსა და ექთნებს. მთიდან წამოსულებს მოვუწოდებ, დაბრუნდნენ მშობლიურ სოფლებში, რომ ისარგებლონ მთის კანონის სხვა სიკეთეებითაც“, – განაცხადა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ქუცნაშვილმა.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 1-ლი იანვრიდან პენსია 20 ლარით იმ პენსიონერებისთვისაც გაიზრდება, რომლებიც მაღალმთიან დასახლებაში არ ცხოვრობენ. შესაბამისად, ისინი 180 ლარის ნაცვლად, 200 ლარს მიიღებენ. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის 2 684.2 მლნ ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის მიემართება.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები სოციალური შეღავათებით სარგებლობენ. 2016 წლის 1 სექტემბრიდან საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან) ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20 %-ის ოდენობით, ანუ ისინი 180 ლარის ნაცვლად იღებენ 216 ლარს. მაღალმთიან დასახლებებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს ყოველთვიურად ეძლევა დანამატი: ექიმს - 360 ლარის ოდენობით, ექთანს კი 180 ლარის ოდენობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]