სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ენის მნიშვნელობასა და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„სახელმწიფო ენა, როგორც აუცილებელი წარმატების გზა, ამ რეგიონისა და ადამიანებისთვის კულტურასთან, იდენტობასთან, ტრადიციებთან ერთად შენარჩუნებული უნდა იყოს. თუ ამ რეგიონში ადამიანებს უნდათ, განვითარების ძრავა გახდნენ, სახელმწიფო ენა უნდა გამოიყენონ, ასე გაიგებენ რა პროგრამები არსებობს და როგორ შეიძლება თავიანთი რეგიონის განვითარება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: კახაბერ ოქრიაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ.
[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია