weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

8 თვეში საქართველოში 4 196 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - GASR

17:17 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018
ფოტო: მამუკა ჭიკაიძე / გომბორზე მომხდარი ავარია ფოტო: მამუკა ჭიკაიძე / გომბორზე მომხდარი ავარია

2018 წლის იანვარიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, 4 196 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც 307 ადამიანი დაიღუპა, 5 989 კი დაშავდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ (GASR) ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლის რვა თვეში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით გაიზარდა. ამასთან, ავტოავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8%-ით (26 ადამიანი) არის შემცირებული.

2018 წლის იანვარ-აგვისტოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 16 წლამდე ასაკის 13 მოზარდი დაიღუპა, 646 კი დაშავდა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში მომხდარი ავტოავარიების 47%, დაზიანებების 41% და დაღუპულობის 20% თბილისზე მოდის, დანარჩენი კი რეგიონებზე ნაწილდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]