აგვისტო 17, 2019
weather cur horoscope tv

საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის 7 მცხოვრები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს. როგორც „რეგინფოს“ სოფელ ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა განუცხადა, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ქობულეთში, ქვეითთა გადასასვლელზე ავტომანქანა ცოლ-ქმარს დაეჯახა. 40 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ ერთადერთი იყო, რომელიც ტენდერის პირობებს აკმაყოფილებდა. „კონტი ჯგუფი“ კონსორციუმს ტოვებს.

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ღობეები გაავლეს და დაახლოებით 30 მეტრით გადმოსწიეს ე.წ. საზღვარი.

თბილისში, ნიშნიანიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აივანი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა, 16 აგვისტოს საღამოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 1980 წელს დაბადებული ე.უ. და 1998 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ონში, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, ნოდარ ბურდილაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ კ.ი.-ს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება 2018 წლის 21 ნოემბერს მომხდარ შემთხვევას,…

რუსეთიდან აფხაზეთში საკრუიზო ლაინერი „კნიაზ ვლადიმირი“ ივლის. როგორც სააგენტო „აპსნიპრესი“ იუწყება, საკრუიზო მიმოსვლის დეტალები სოხუმში საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის რუსეთის ფედერალური სააგენტოს წარმომადგენელმა ზახარი ჯიოევმა და „აფხაზეთის საზღვაო გადაზიდვის“ ხელმძღვანელმა,…

ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დოქტორი ლევან ტიელიძე ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის (ახალი ზელანდია) ანტარქტიდის კვლევით ცენტრში, კოსმოგენური ნაფენებით ძველი გამყინვარების კვლევას იწყებს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ აქცია გამართეს და სოფელ გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენების ფონზე, გორის მერის შვებულებაში ყოფნა გააპროტესტეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]