weather cur horoscope tv
მარტი 31, 2023

საზოგადოება

2021 წლის მარტში, აპრილში, მაისში და ივნისში საქართველოში 6200-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) ავრცელებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის 13 მოქალაქის, მათ შორის ტანვარჯიშში ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონის, ალინა კაბაევას წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში ნათქვამია, რომ კაბაევას „ახლო ურთიერთობა აქვს პუტინთან“.

სახალხო დამცველის აპარატმა ანგარიში „უფასო სასადილოების პროგრამის განხორციელება საქართველოში“ გამოაქვეყნა, რომელიც თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილოს მონიტორინგის შედეგებს ეყდნობა.

საქართველოს პრეზიდენტმა 29 ივლისს, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები მედლით დააჯილდოვა.

გასული ერთი კვირის განმავლობაში, 24 ივლისიდან 31 ივლისის ჩართვით, საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 233 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.

თბილისის რკინიგზის სადგურში თბილისი-ბათუმის მატარებელი „გლოვოს“ კურიერს დაეჯახა. სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებების გამო ახალგაზრდა კაცი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დასრულდა. დღეიდან, პირველი აგვისტოდან ლტოლვილებს სასტუმროების დატოვება მოუწიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ 29 ივლისს, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის შესრულების დროს ჩამოვარდნილი, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, საბჭოთა წარმოების „მი-8“ ტექნიკურად გაუმართავი იყო.

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დღეს, ქადაგების დროს ევროკავშირის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა და საპრეზიდენტო არჩვენებში სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემისთვის ბოდიში მოიხადა.

მარნეულში, საცხოვრებელი სახლის ეზოში საკანალიზაციო ჭის გათხრის დროს ორი შუახნის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 31 ივლისს, დილის საათებში მოხდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]