weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საზოგადოება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე სს „სილქნეტს“ შპს „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალშობილთა და მრავალშვილიანთა ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანი შობადობის გაზრდის და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გურჯაანი-თელავის ახალი გზის მშენებლობას 2019 წელს დაიწყებს. წინასწარი პროექტის მიხედვით, ნავარაუდებია, რომ გურჯაანი (ჩუმლაყი) - თელავის გზის მონაკვეთი გვერდს აუვლის ორივე მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებს და ქალაქ თელავში…

აშშ-ს 6 ქალაქში ქვევრის ღვინის დეგუსტაციები იმართება, სადაც საქართველოდან წარმოდგენილია მცირე მარნები: „იაგოს ღვინო“, „ოქრო ღვინოები“, „ხოხბის ცრემლები“, „მარიამ იოსებიძე“ და „რამაზ ნიკოლაძის ღვინის მარანი“. ქართველი მეღვინეები საკუთარ ღვინოებს აშშ-ში…

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი „ბიოინსექტ 2“ დაარეგისტრირა. პრეპარატს დასავლეთ საქართველოში სიმინდისა და თხილის კულტურაზე გამოცდიან.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვალეში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველოსთან უცნობმა პირებმა კათოლიკური ხატები და წიგნები დაწვეს.

თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე სითი-პარკის ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბ.ა., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების…

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება.

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრისთვის დროებითი მმართველი დაინიშნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით შექმნილმა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]