საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ 2017 წელს ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი 21-ჯერ აიღო, რაც საერთო ჯამში 70 440 ლარს შეადგენს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომელიც საპენსიო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეტის სამების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 5.6 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.
გარდაბნის ყოფილმა გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, რომელიც ამ თანამდებობას 2017 წლის 11 ნოემბრამდე იკავებდა, ორი წლის განმავლობაში მიღებული ხელფასის 100 % - 64 016 ლარი, - მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მოსახლეობა თხილის ბაღებს ჩეხავს. სოფლის მცხოვრებლების თქმით, ამის მიზეზი აზიური ფაროსანას მიერ თხილის კულტურის განადგურება და გავრცელებული დაავადებებია.
თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის განმარტებით, ერეკლე მეორის სასახლის ეზოში დაყრილი რამდენიმე ვიტრაჟი დაზიანებულია და აღდგენას არ ექვემდებარება, რის გამოც საცავში არ შეინახეს.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სარემონტო საამქროს თანამშრომელი, 55 წლის მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირებმა გაავრცელეს.
უკრაინელმა მესაზღვრეებმა ხარკოვის ოლქში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი 52 წლის სუმბათ აბასოვი („სუმბათ თბილისკი“) დააკავეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას და რუსეთში არალეგალურად გადასვლას ცდილობდა.
თოვისა და ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, რომლებსაც დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ, გათავისუფლებულები არიან.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11