weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

NGO-ები: რეგიონებში ააიპ-ებს ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიების შედგენას ავალებენ

12:29 პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018
ფოტოზე მიხეილ ბენიძე, ISFED-ის დირექტორი ფოტოზე მიხეილ ბენიძე, ISFED-ის დირექტორი

არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი დამკვირვებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე არსებული ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ.

„ახალგარდა იუსრისტთა ასოციაციის“ (საია), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ (TI) და „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დამკვირვებლების ცნობით, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა წინასწარ მომზადებულ ბლანკებში მათი ოჯახის წევრების შესახებ პერსონალური მონაცემები უნდა შეავსონ. კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და ნათესაური კავშირი შესაბამის პირებთან.

„ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დამკვირვებლებთან საუბარში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით მათ გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა 10 მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა მიუთითოს.

მათივე ინფორმაციით, სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს. ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი სიების შედგენას წინა ხელისუფლების დროსაც ავალებდნენ“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

მათივე შეფასებით, ზემოთ აღნიშნული ქმედებები, შეიცავს იძულების და ზეწოლის ნიშნებს, ასევე, წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ, რაც საარჩევნო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ფლობენ შესაბამის მტკიცებულებებსაც, თუმცა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებისა და მათი ახლობელების შრომითი უფლებებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, მათ ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას, საარჩევნოდ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი. ამასთან, არასამთავრობოები მოუწოდებენ საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, უარი თქვან პარტიული ინსტრუქციების შესრულებაზე და ღიად ისაუბრონ მსგავს ფაქტებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]