weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ამბობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, ლავროვს ქართულად ველაპარაკე – ზურაბიშვილი

14:34 პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018
ფოტო: Reuters / სალომე ზურაბიშვილი და სერგეი ლავროვი ფოტო: Reuters / სალომე ზურაბიშვილი და სერგეი ლავროვი

„ჩემზე ყველაფერს ამბობენ და იგონებენ. დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში, სადაც ის ამომრჩეველს შეხვდა.

„მგონი, ჩემ გარდა არცერთ საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს არც მოლაპარაკებებზე და არც შეხვედრებზე ქართულად არ ულაპარაკია. შეიძლება, შეცდომით ვსაუბრობ ხოლმე, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი ქართული უშეცდომოა, მათ შორის ჩემი შვილების მეტყველება, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ისინი ქართულად საუბრობენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, თბილისში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მოსახლეობას მის აგიტატორებად ეცნობიან და ეკითხებიან, თუ რა მოუტანა მათ ევროკავშირმა ან ნატომ. „ხალხს ეს უკვირს და ასკვნის, რომ მე პროევროპელი და პროდასავლელი არ ვყოფილვარ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 2005 წლის მაისში შეხვდა. იმ დროს ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]