weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ლაშა დარსალია დაინიშნა

17:15 პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ლაშა დარსალია დაინიშნა. 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე დარსალია შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა დარსალია ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს, ასევე ესსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს. 2004-2006 წლებში ის ბრიტანული ორგანიზაციის „ლონდონის საინფორმაციო ცენტრის კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ“ კავკასიის ოფისში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2002-2004 წლებში ლონდონის საინფორმაციო ცენტრში ანალიტიკოსი იყო.

ლაშა დარსალია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების შესრულებას 2018 წლის 15 ოქტომბრიდან შეუდგება. აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დავით დონდუა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქალაქ ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]