weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

აღშფოთებული ვართ საქართველოს მოქალაქეების დაკავებებით – ჯორჯ კენტი

18:38 შაბათი, 13 ოქტომბერი 2018
ფოტო: EUMM ფოტო: EUMM

„ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. ჩვენ აღშფოთებული ვართ საქართველოს მოქალაქეების დაუსრულებელი დაკავებებით, არასათანადო მოპყრობითა და სიკვდილით. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ამ ადამიანების ოჯახებს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

„ათი წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციიდან. დღეს მოვედი აქ, რათა შევახსენო ქართველ ხალხს, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდითაა და რომ მსოფლიოს არ დავიწყებია, თუ რა მოხდა აქ.

საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ გამყოფ ხაზს საერთაშორისო საზღვრად და ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ნებისმიერი მცდელობა, შეცვალონ საქართველოს საზღვრები მისი სუვერენიტეტის დარღვევით. საქართველოს მოქალაქეები ცხოვრებასა და მოღვაწეობას ოკუპაციის ჩრდილში აგრძელებენ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ჯორჯ კენტის განცხადებით, შეერთებული შტატები მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს მთავრობასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ.

„ჩვენ ჩვენი მეგობრების გვერდით ვდგავართ საქართველოში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები: შეწყვიტოს ამ ერთეულების ქვეყნებად აღიარება და გაიყვანოს რუსული ჯარები ომამდელ პოზიციებზე. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, ნება დართოს ხალხისათვის ესოდენ საჭირო ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აღნიშნულ რეგიონებში“, – თქვა ჯორჯ კენტმა.

ჯორჯ კენტი საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]