weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურებით დატვირთული სატვირთო მანქანა დაიწვა

23:17 შაბათი, 13 ოქტომბერი 2018

სალომე ზურაბიშვილის შტაბის ინფორმაციით, დაიწვა სატვირთო ავტომობილი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო სააგიტაციო ნივთებით, კერძოდ, სარეკლამო მაისურებით იყო დატვირთული.

სატვირთო თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით მოძრაობდა. მას ცეცხლი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე გაუჩნდა.

„მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის შტაბის განცხადებაში.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]