weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

მირზა სუბელიანი 1 წლით პატიმრობაზე ხელისუფლებას გაურიგდა – ფარული ჩანაწერი

01:23 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018

„რუსთავი 2“ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძისა და დევნილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით ცუხიშვილის საუბარს ასახავს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სუბელიანის საკანშია გაკეთებული. ჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი ხელისუფლებას გაურიგდა - არსებობს წინასწარი შეთანხმება, რომ ციხეში ერთი წელი უნდა უნდა იჯდეს, ერთი წელი კი პირობითი მსჯავრი მიესაჯოს.

ტელეკომპანიის ცნობით, მირზა სუბელიანი უკმაყოფილებას გამოხატავს თბილისის ყოფილი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის მიმართ, რომელმაც ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ჩვენება მისცა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მირზა სუბელიანი შაყულაშვილის ჩვენებით უკმაყოფილოა, რადგან ის სუბელიანის ჩვენებას არ ემთხვევა.

მირზა სუბელიანი: მე ვამბობ ეგეთ რაღაცას, ძმაო - მომისაჯონ. დავიღალე, რა. რომ წახვალ უთხარი - მომცენ მე ჩემი, არ მინდა არც შეღავათი და არც არაფერი. ხომ ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი, რა.

ვიქტორ ჯაფარიძე: შენ უნდა იყო ქვაზე მაგარი, ვიტამინები მიიღე და თავს მიხედე.

მირზა სუბელიანი: ერთ რამეს გეტყვი, მე სხვა რამეს ვდარდობ.

მეთქი ნახავს სახელმწიფო, ჩვენს გამო წავიდა და დაჯდა, ჩვენ გადაგვარჩინა, გამოხვალ და მირზა შენ ეს გექნება, მირზა შენ ის გექნება და ამის გამო რას ვიღებ ბოლოს, ჩემი დედის ტ...ნას?!

იმაში დარწმუნებული ვარ, რომ იმას ეტყოდნენ სხვანაირად, მტკიცებულებები გვაქვსო, ბიჭო „ოცნებამ“ მიიღეთ, ძმაო, თქვენი გუნდის პატიმარი, თქვენი გუნდის. ამხელა შეცდომა მიშას არ დაუშვია, შენ ხვდები ეს რამხელა შეცდომაა?! არ მინდა, არც დაკლება მინდა. ვიჯდები. ეს ერთი წელი მჭირდება, ეს ნეგატიური პოზიცია რომ გავდევნო, თორემ ეხლა რომ გავიდე გარეთ, შეიძლება სასწაულები ჩავიდინო.

რა უთხარი იცი გახარიას? ერთად რომ ვქეიფობდით მე, ვასაძე და მთელი კამანდა, თურმე შორიდან იცნობდნენ ესენი-თქო? კარგი-თქო, მართლა. ამაზე უფრო მეტად არის გაგიჟებული-თქო.

მესიჯი მიუტანე სწორად, არავის ჩაძირვა და არავის გადაძირვა არ მინდა, თავი დამანებონ. შემეშვან. სიტყვა ნათქვამია. ეგ სიტყვა შეასრულონ და აგერ არის 15-ში და ახალწლამდე დამიყენონ განაჩენი.

ვიქტორ ჯაფარიძე: ესენი არჩევნების პერიოდია;

მირზა სუბელიანი: არა, არჩევნები მერე, იციან. 15 ნოემბერს მაქვს პროცესი. მანამდე არც მაქვს.

ვიქტორ ჯაფარიძე: ამიტომ ვფიქრობ მაინც, რომ... ერთი წელი თუ მიუსაჯეს, ჩემი აზრია.

მირზა სუბელიანი: ერთი წელი რატომ?

ჯარიმა რატომ არა, ან „ვაბშე“ რატომ ვარ პასუხისგებაში მიცემული. მოსამართლეები გაგიჟებულები არიან. გაგიჟდნენ კინაღამ, სადაა მტკიცებულებები კაცის ჩვენების გარდაო, რას ამბობო...

რატო მძირავენ, ძლივს ხალხმა დამივიწყა და ეხლა ისევ თავიდან ააყაყანე ეს ჟურნალისტები და თქვან ცრუ ჩვენება მისცაო. ისევ თავიდან, ეს უტვინოები. აი, მაგათი დალაგებული. დარწმუნებული ვარ, ძმაო, მაგაში არც ირაკლის ხელი არ ურევია და ოთარის კიდე... ვალშია, ძმაო. ეგრეც ხო არ არის, ძმაო.

ვიქტორ ჯაფარიძე: ოთარი ვინ არი?

მირზა სუბელიანი: ფარცხალაძე. არ არის ვალში?!

ვიქტორ ჯაფარიძე: ამ წუთში ოთარი რა შუაშია?

მირზა სუბელიანი: არა? ეგ მართავს ძმაო პროკურატურას, აბა მე ვმართავ?! არ არის ვალში? ვის უფრო მეტი აქ ოთარისთვის გაკეთებული, შაყულას თუ მე. რაღა ვიბაზრო მეტი, არ მინდა არაფერი. ესე უთხარი: გაგიჟებულია-თქო. მიმისაჯეთ, დამანებეთ თავი-თქო, კაცი იძახის-თქო.

პირობითს გამომაყოლებენ კიდევ ერთი წელი და ვიყიდი იმ პირობითს და ეგ იქნება“, - ამბობს მირზა სუბელიანი.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საათნახევრიანი ჩანაწერის ფრაგმენტებში არაერთხელ ახსენებენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლევან კაკავას. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, კაკავას დაავალა გიორგი გახარიამ სუბელიანის საქმის ფინანსური მხარის მოგვარება.

მირზა სუბელიანი: კაკავამ იცის, მაგრამ იმათ არ იციან. შეიძლება ეს აუხსნის იმათ მთელ კოზირებს რომ წავიდნენ.

ვიქტორ ჯაფარიძე: კაკავა ხო თავიდან იქ იჯდა?

მირზა სუბელიანი: იქ იჯდა, მაგრამ შტერი არ არის რომ წამოცდეს.

ვიქტორ ჯაფარიძე: მაგი მინისტრის მოადგილე არაა?

მირზა სუბელიანი: ხო.

ვიქტორ ჯაფარიძე: რა დარგით?

მირზა სუბელიანი: ეკონომიკურის განხრით და იმან უთხრა გასვლის დროს, მიხედეთ ამ საქმესო. მეტი იმას სიტყვა არ უთქვამს, მეტი პრივილეგია და უფლებამოსილება მაგისთვის არავის არ მიუნიჭებია, ძმაო.

ვიქტორ ჯაფარიძე: ამაზე რა მითხრეს იცი? თუ რაიმე განსაკუთრებული თემა იქნებოდაო, კაკავა ყოველდღე ვერ ივლიდა დათოსთანო.

მირზა სუბელიანი: ხო, ბიტავუხაზე, პროცესს არ უნდა გაკარებოდა. მარტო ფინანსურად ძმაო, კაკავას ფინანსურად დაავალა, მაგის თვალწინ. იმან დაავალა. მილიონი თემა აქვს, ძმაო. ის ვიცე-პრემიერია, მინისტრია. ის გეუბნება მე ხო გავალებდი, მარა ქვევით უკვე პ...ჭები ჰყავს. მაგიტომაც გეუბნები მაგის მოადგილეებს კი არ უნდა ელაპარაკო, მაგას უნდა ელაპარაკო“.

ფარულ ჩანაწერში საუბარია იმაზე, რომ ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილე ბავშვები გაიტაცეს და ცემეს.

მირზა სუბელიანი: „ის მ..ნერი მე გავწმინდე და იცოდა იმ ჩვენმა ძმამ, რომ ამ მ..ნერის გამო მე რა მომივიდოდა. მე ვუთხარი - პრიკუპში მომაყოლებენ და დედას მომ..ნავენ, მომ..ნეს კიდეც, რატომ ვზივარ? იმიტო ვზივარ რომ... იცი რატომაც. იქ უნდოდათ გასვლა ამ დედა მო..ულებს. კარგი, პირველი დარტყმა ავიტანე, პირველ დღეს ჩვენ ძმასთან რომ მივედი, ჩვენი ძმა რომ მივიდა, მე არ დავიწყე, შაყულაშვილი... მთელი კარტბლანში ვინ დაუდო, თქვი, ძმაო. აქ არიან - ჯანაშია აქ არის, ჩემი ქვისლი აქ არის, ბავშვები იქ არიან, სასწრაფოდ ოპერატიული ჯგუფი გავუშვი. ყ..ეზე დაიკიდეს, ძმაო. მეორე შემთხვევას გეტყვი: რისი „პაბლაშკა“, ბო..შვილი ვიყო, ლამის ბუქნებს მაკეთებინებდნენ. ღამე წაიყვანეს, რაზე მაქვს ზაზაზე აკრეფილი.

მოიპარეს ბავშვები. მე ირაკლისაც ვუთხარი და მამის თვალწინ ცემეს.

უძინართა მზეში ხდება და ერთადერთი ჩვენ ცხონებულ გიოს გაუკეთეს „ნაცებმა“ და ჩემ ოჯახს გაუკეთეს, მერე საქმე რომ უფუჭდებოდათ, თვითონ გამოვიდნენ აქეთ კონტაქტზე და რაც ჩვენ გვაქვს ნარბენი და დავულაგეთ საქმე. გამოსავალი მითხარიო, იმან რომ მითხრა, რავი ძმაო. ამ სიტუაციაში მე გამოსავალს ვერ ვხედავ-მეთქი რა, იმიტომ, რომ სახელმწიფო გადარჩეს ჩაჯექიო, ჩავჯექი ეგრევე. კაცურად მითხარი, ზეწოლა იყო შენზე და ხან ვის გიგზავნიდნენ და ხან ვის, რამდენჯერ გადაგიხვევია როდისმე? შენ წახვიდოდი ამ ნაბიჯზე? კაცურად მითხარი. არ წახვიდოდი, იმიტომ, რომ პოლიტიკოსი ხარ.

მაგრამ მე, ძმაო, „პაგონები“ მაქვს და ღირსება მაქვს, წავედი ამაზე. რაზეა ლაპარაკი, უნდა სახელმწიფოს? ენაცვალოს ჩემი თავი და პატიმარ კაცს კიდე, ციხეში ვზივარ.

თავებს მიმარხავენ, მოდი შაყულა გადავარჩინოთ, იქ პეტრე გადავარჩინოთ. ეგრე არ გამოდის. თუ გგონია ჩვენ გიოზე უკეთესად ვიჯდე, ძმაო, არ ვზივარ, ძმაო. მაგათმა იციან რომ მე ღირსება მაქვს და იციან, რომ არც პრესაში წავალ და არც არსად, მაგრამ არ შეიძლება ადამიანთან ასე მოქცევა, ბიჭო. რა დავაშავე მითხარი, ძმაო. რა შექმენით, რა შექმენით მითხარი, ძმობას გაფიცებ. შენ გგონია ეს საქმე ესე ჩაივლის? შენ გგონია ეს საქმე არ აფეთქდება?

ვისაც ხელი დავაფარე, ისინი ორივე მაგრად არიან. ერთიც ფულში მაგრადაა და მეორეც ფულში მაგრადაა. მე რა ჩემი ყ..ე წავიღე, არაფერი არ წამიღია. კალანდია, ბავშვზეა ლაპარაკი, მთავარი მოწმეა. მაგას იმიტომ კი არ იჭერენ. დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მაგრამ ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორემ ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ. ჩემი ხათრი რომ ჰქონოდათ. მაგან მე უკვე თავისი წილი შეურაცხყოფა მომაყენა, როდესაც პირველ დღეს მიიყვანეს და ბავშვები ცემეს.

ვიქტორ ჯაფარიძე: ძირი საქმე რა დაენგრევა?

მირზა სუბელიანი: ძირი საქმე მკვლელობის საქმე, ტ..კის თამაშს თავი დაანებონ. ამათ იცი რისი ეშინიათ? რომ ამის თემა, კაკავას... ამის თემა დახურონ, რომ მერე სამომავლოდ ვიღაცამ არ ამოქექოს“.

მირზა სუბელიანი ჩანაწერში ახსენებს სოზარ სუბარსაც, ასევე არჩილ თალაკვაძეს, რომლის ძმასაც თავის დროზე დახმარებია.

მირზა სუბელიანი: მე შენ გახსოვს რომ გითხარი, მაგარ ცუდ საქმეს მოკიდე ხელი-მეთქი.

ვიქტორ ჯაფარიძე: ვიცი. ვნანობ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, იმიტომ, რომ ცუდ რაღაცაში ერეოდი.

მირზა სუბელიანი: გავიგე, მაგრამ გაიწია სოზარი. სოზარს ცრემლები მოდიოდა და გაიწია. ის ჩვენზე მეტად დარდობს. მიხვდა და გაიწია. შენ მაგარ ცუდ საქმეში ჩაერიე დამიჯერე რა, შენ თუ გგონია მირზა გამოვიდეს და „რუსთავი 2“-ში დაჯდეს და...

დავით ცუხიშვილი: ოქუაშვილივით...

მირზა სუბელიანი: ღმერთს ერთს ვთხოვ, რომ შაყულაშვილი იყოს ნორმალურად ჩემს გამოსვლამდე. კაცურად გეტყვი რა - გოგა ხაინდრავას ვენაცვალე ყვ..ებში, კაცი ორჯერ მყავს ნანახი, სადაც გამოდის კარგის მეტს არაფერს არ ლაპარაკობს. ნუთუ ის არ დავიმსახურე, რომ ელემენტარულად ეთქვა: არ არის ეს ის კაცი. პოლიტიკოსებს ენები რომ აქვთ გადმოგდებული... აჩიკოს ეთქვა ორი სიტყვა, მაგის ძმას ძ..ერს რო ვწმინდავდი და სოზარი რომ მეუბნებოდა - ნუ გავაფუჭებთ და ბავშვია და აბა მირზა მიხედე. ყველა ყ..ები რომ ჰყავდა და ყველა მ..ერში რომ მე მაყოფინებდნენ თავს. ყველა მე გადამკიდეს და დამაჯახეს. ექვს საქმეზე დამკითხეს და არსად სოზარი არ მიხსენებია, ერთი ინფორმაცია მიმიცია ვინმესთვის“.

„რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „P.S.“-ის ანონსის გასვლის შემდეგ, ვიდრე გადაცემა დაიწყებოდა, ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ჩანაწერზე გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]