weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყველაფერს გავაკეთებ რომ ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ერთიანი იყოს – მერაბიშვილი

11:24 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018

მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ერთიანი, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა.

„რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში მერაბიშვილი ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს.

„შეიძლება ეს ციხის სინდრომიც არის. ყველაფერი მეჩვენება ისე, როგორც ჩემს დაპატიმრებამდე იყო. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ გავიაზრე და ვერ გავითავისე ის ფაქტი, რომ პარტია არის გაყოფილი. მე ჯერაც ისევ ვუყურებ, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე მაინც უნდა ნახოს საერთო ენა და საერთო ინტერესებისთვის იბრძოლოს.

ამიტომ, ჩემს მდგომარეობაში, არჩევანზეც კი არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ მე ისინი ერთიანად და ჩემს მეგობრებად და თანამებრძოლებად მიმაჩნია. მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ძალები იყვნენ ერთიანნი.

მიხეილ სააკაშვილი და ყველა ის ადამიანი, რომელსაც მე მგონია, რომ ერთნაირი ფასეულობები გააჩნიათ, იქნებიან ერთად და მინდა ერთად იბძოლონ საერთო მიზნების მისაღწევად. მე მინდა, რომ ჩემი მთელი ენერგია ძალების გაერთიანებას მოვახმარო“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი მეექვსე წელია სასჯელს იხდის. პატიმრობის ვადა მას 2020 წლის თებერვალში ეწურება, თუმცა თუ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი გაიმარჯვებს,  ის ციხეს უფრო ადრე, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]