weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

მირზა სუბელიანის ლაპარაკი არასერიოზულად მივიჩნიე - ვიქტორ ჯაფარიძე

13:20 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნებიდან“ მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დაკავებულ მირზა სუბელიანს ციხეში რამდენჯერმე შეხვდა. ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნით მივიდა.

ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, მთავარი ის კი არ არის, რა ილაპარაკა მირზა სუბელიანმა, არამედ ის, რომ პატიმართან შესული პარლამენტის წევრის საუბარი ჩაიწერეს.

„მე ნამდვილად შევხვდი. რამოდენიმეჯერ შევხდი მაგ კაცს, მისი დაჟინებული მოთხოვნით. სტრესულ მდგომარეობაშია, სამარტოვე საკანში. არასერიოზულად მივიჩნიე მირზას ლაპარაკი. სერიოზული ვერაფერი ვერ მოვისმინე, რა თქმა უნდა. ოფიციალური წერილით მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს და ავიღე ნებართვა. თვითონ იძახის, რომ სთხოვე, მე დამსახურება მაქვს და იქნება შეღავათი გამიწიონო. თვითონ რას თვლის დამსახურებად, ეგ არვიცი.

არასერიოზულად მივიჩნიე მირზას ნასაუბრები, თუ რაიმე ისაუბრა იქ. არასერიოზულია, არ არის ლოგიკასთან არცერთი რასაც ეგ ლაპარაკობს. ამიტომაც არ გამიკეთებია რეაგირება“, - ამბობს ვიქტორ ჯაფარიძე.

პარლამენტის დეპუტატის განცხადებით, მირზა სუბელიანთან განსაკუთრებული ურთიერთობა არ აქვს: „მირზა სუბელიანი არის სვანი. მთელ სვანეთს ვიცნობ და ვალდებული ვარ და თავს ვთვლი მოვალედ, რომ ნებისმიერი სვანის, და სხვისიც, დარდი და ჭირი გავიზიარო“.

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული. სუბელიანთან ერთად საკანში ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფებიან.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას. იგი  მესტიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას სთხოვს და თან აბარებს, რა უნდა უთხრას დეპუტატმა გახარიას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]