სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს კულტურის სახლში შეხვდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ტრანსპარანტებით დახვდნენ. კულტურის სახლის წინ სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.
„ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნუგზარ ნონიაშვილის თქმით, თანამოაზრეებთან ერთად ზურაბიშვილის პროგრამის გასაცნობად და კითხვების დასასმელად მივიდა, თუმცა დაქირავებული პროვოკატორები დახვდნენ.
„არვიცი, ისინი ჩინოვნიკები არიან, თუ იმ 50 კაციან ბანდფორმირებებში ირიცხებიან რომელიც ფარცხალაძეს და სუბელიანს ჰყავთ. აქ არავინ მოსულა სალანძღავად, პროვოკაციის მოსაწყობად. მოვედით კითხვების დასასმელად“, - განაცხადა ნუგზარ ნონიაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ესწრებოდა. მან ოპოზიცია ევროპული სტილის წინასაარჩევნო გარემოს ჩაშლასა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.