weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხულოს მერმა გოჩა მელაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

11:22 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა მელაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ 25“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, გოჩა მელაძე ერთი კვირაა, რაც სამსახურში არ გამოცხადებულა.

გოჩა მელაძე ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს. მერიის პრესცენტრში კი განაცხადეს, რომ ის 31 ოქტომბრამდე კუთვნილ შვებულებაშია. მერის მოვალეობას მელაძის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე ასრულებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გოჩა მელაძემ თანამდებობიდან წასვლის სურვილი ჯერ კიდევ მაშინ გამოთქვა, როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გადადგა.

გოჩა მელაძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. მანამდე ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს Goderdzi Resorts-ის დირექტორის მოადგილე იყო.

მერის თანამდობობიდან წასვლის შემთხვევაში, ხულოს მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.

TV25

აჭარაში ბაზირებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც დაარსდა 1993 წლის 15 ივნისს. მაუწყებლობის არეალი მოიცავს ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის რაიონის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე. ტელეკომპანიის ვებგვერდია www.tv25.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]