weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩანაწერები წინასაარჩევნო პერიოდში დისონანსის შემოტანას ემსახურება – პრემიერი

11:40 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელება, წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას ემსახურება.

როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ბიზნესი და მისი ინტერესები დაცულია, რაზეც საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიცია მოწმობს.

„ის, რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით დარწმუნებული ვარ, საზოგადოება კარგად გაერკვევა, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ გადასახადს საქართველოს ბიუჯეტში ყველა გადაიხდის.

საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი როგორც ჩანს, ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში დისონანსის შემოტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ნურავის ექნება ამის ილუზია. საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში. ისე, როგორც ეს შეეფერება იმ სტანდარტს რისკენაც მივილტვით – საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ მოწოდებას, მოიწვიოს მთავრობის საგანგებო სხდომა, სადაც პრეზიდენტის თანდასწრებით ყვეყანაში მიმდინარე პროცესებს განიხილავენ.

„მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით. ბუნებრივია, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გააკეთებს“, – განაცხადა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]