weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანაში სიტუაციის არევის საშუალებას არ მივცემთ – კობახიძე

12:08 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივცემთ საშუალებას, თუნდაც მინიმალურ დონეზე არიონ ქვეყანაში სიტუაცია, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, მოსახლეობის ნაწილს გაგონება არ უნდა არაფრის, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული და ასეთ ვითარებაში ოპოზიციური პარტია არჩევნებს ვერ მოიგებს.

„მათ ამ შემთხვევაში აქვთ ერთგვარი რევოლუციური სცენარები, რაზეც საუბრობდნენ მიხეილ სააკაშვილი, ვაშაძე და სხვები. ამაზე გვესაუბრებოდნენ 2016 და 2017 წელსაც, გვესაუბრებიან დღესაც, თუმცა ვნახეთ და დავამტკიცეთ არაერთხელ, რომ ხელისუფლება არის ხელისუფლება და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივცემთ საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე არიონ ქვეყანაში სიტუაცია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუში „პირისპირ“.

ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის თითქმის ყველა წინასაარჩევნო შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობს დესტრუქციას, ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტები ცდილობენ შეხვედრების ჩაშლას და ზურაბიშვილის მხარდამჭერებს ღიად უპირისპირდებიან.

„ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, ამ დესტრუქციას იგივე მეთოდით ვუპასუხოთ, რადგან „ქართული ოცნება“ აწარმოებს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების მოგებასაც ამ ტიპის კამპანიით ვაპირებთ.

დღეს, რეალურად, ბოლო რესურსს ხარჯავს „ნაციონალური მოძრაობა“, იმ ფულის ჩათვლით, რომელიც 2012 წლამდე ხალხისგან იშოვეს, ეს არის ბოლო მობილიზაცია და წარუმატებლობისთვის არის განწირული“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ოპოზიციური ძალების გამოჩენა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 28 ოქტომბრის არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]