weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ფოთის მერმა და მაჟორიტარმა ზურაბიშვილს 100 000 ლარი შესწირეს

13:57 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018
ფოტოზე გოჩა კურდღელია ფოტოზე გოჩა კურდღელია

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა კურდღელიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ საერთო ჯამში 100 ათასი ლარი შესწირეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხახუბიამ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია 60 ათასი ლარით დააფინანსა, კურდღელიამ კი 40 ათასით.

ბოლო დღეების განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სოლიდური შემოწირულობები მიიღო. შემომწირველთა შორის არიან გიორგი აბრამიშვილი (60 000 ლარი), რომან აბრამიშვილი (60 000 ლარი), შალვა ერისთავი (60 000 ლარი), სერგო გალუსტიანი (60 000 ლარი), პაატა კოკაია (55 000 ლარი) კომპანია „სარაჯიშვილის“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბუბუტეიშვილი (50 000 ლარი), ზვიად მუკუტაძე (50 000 ლარი), პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანი (50 000 ლარი),  გიორგი ჩაკვეტაძე (45 000 ლარი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]