weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბეჩოში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლომდე დასრულდება

16:29 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჩო-ტურბაზა-შიხრას საავტომობილო გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.

გზის რეაბილიტაციის განახლების მოთხოვნით ადგილობრივმა მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. მათ საავტომობილო გზა გადაკეტეს და მანქანებს არ ატარებდნენ. აქციის მონაწლეთა თქმით, გზის დაგება ექვსი წლის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე დასრულებული არ არის. ბეჩოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუ სამუშაოები არ დასრულდება.

როგორც გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, აქციის მოთხოვნები მისთვის გაუგებარია, რადგან კონტრაქტორი კომპანია ერთი კვირაა აქტიურად მუშაობს, ტექნიკა მობილიზებულია და ხვალ ასფალტის დაგება დაიწყება. მისივე თქმით, კონტრაქტორი კომპანია 28 000 ლარით დაჯარიმდა.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადები კონტრაქტორი ორგანიზაციების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია. წინა კვირას შევთანხმდით კონტრაქტორთნ, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ ნოემბრის ბოლომდე მორჩება ამ პროექტს. როდესაც ტექნიკა ადგილზეა და იწყება ასფალტის დაგება, ამ ფონზე გზის გადაკეტვა ნამდვილად არ არის ის ფორმა, რომელიც ობიექტის უფრო ადრე დასრულებას შეუწყობს ხელს. ნოემბრის ბოლოს ბეჩოს მოსახლეობას რეალურად ექნება დასრულებული, ასფალტირებული გზა“,- განაცხადა ქარსელაძემ.

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას მოუწოდა სამუშაოებს ხელი არ შეუშალონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]