weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2022

ჩანაწერების მედიაში გაშვება უნდა დასრულდეს – ეკა ბესელია

10:25 ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018

„უნდა დასრულდეს გადაბიჯება კანონის, რომელიც გულისხმობს ასეთი ჩანაწერების გაშვების აკრძალვას, როდესაც ის არ არის კანონიერად მოპოვებული. ეს ეხება მედიასაც. ეს ეხება ყველას. დაიღალნენ ჩვენი მოქალაქეები, ყველა დავიღალეთ“, - განაცხადა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

ბესელიამ „ტვ პირველის“ გადაცემაში „პოლიტმეტრი“, ბოლო პერიოდში „ომეგა ჯგუფის“ საქმესა და მირზა სუბელიანთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე ისაუბრა.

„ამ დღეების განმავლობაში ვიმეორებ ერთსა და იგივეს, მაგრამ არ მოვეშვები ამ ფრაზას და რამდენჯერაც მომეცემა საშუალება, მუდმივად ვიტყვი: ეს უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ასეთი ჩანაწერების გასაჯაროების უფლება აქვს მხოლოდ გამოძიების ორგანოს, „რომელმაც იცის, ეს კანონიერია თუ არა, მოიპოვა თუ არა კანონიერად და რისკებს იღებს“.

გადაცემის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა ბესელიას შეახსენა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლა ციხის კადრებმა დააჩქარა. ჟურნალისტის კითხვაზე რატომ გაუჩნდა პროტესტი მხოლოდ ახლა, ბესელიამ უპასუხა, რომ პროტესტი ყოველთვის ჰქონდა: „როცა ამბობთ, რომ კადრებით მოვედით, კადრებით კი არ გავიგე რა ხდებოდა იმ ქვეყანაში. ბევრმა ადამიანმა ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გადაიტანა და იცოდა. იმ მცირე ნაწილისთვის, რომელმაც ეს ყველაფერი პირველად გაიგო და არ შეხებია, იმისთვის იყო შოკი“.

ეკა ბესელიამ „რუსთავი 2“-ს პარტიული ტელევიზია უწოდა და აღნიშნა, რომ მას გამოცხადებული ომი აქვს, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ „რუსთავი 2“ მედიაა და თუ რომელიმე პლატფორმაზე დგას, მას ამის უფლებაც აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]