„რეჟიმი ცდილობს ხალხს ამოუშალოს გენეტიკური კოდი, რომლის თანახმადაც, მსოფლიო ცივილიზაციამ ჩვენ „გეორგია“ ანუ „მიწათმოქმედნი“ გვიწოდა; ირიბად ეუბნება, რომ გაკაფეთ ვაშლები, დაგითესავთ მარიხუანას და შეგვივსებთ ბიუჯეტს. 4 თეთრს სთავაზობენ ამ უძვირფასეს პროდუქციაში, რომლის დაკრეფასაც აზრი აღარ აქვს“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში პრეზიდენტობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის ბაზარს გახსნის და მოსახლეობა შეძლებს, ხილი და ბოსტნეული იქ გაყიდოს.
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაბრუნდეს რუსული ბაზარი ქართული ხილისთვის, ყურძნისთვის, პროდუქციისთვის“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.