weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, რეალურად კრიზისი არ არის – ეკომომიკის მინისტრი

13:25 ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018

ჩვენს ხალხს უჭირს, როცა ხალხს უჭირს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაა, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.

ქობულია ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქვეყანაში, რეალურად, პოლიტიკური კრიზისი არ არის შექმნილი.

„ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, რეალურად კრიზისი არ არის. ეს არის ყველაფერი ამოწოვილი და მარტო იმისთვის არ კეთდება, რომ არჩევნებია. ამის ძირითადი საფუძვლები, ფუნდამენტური პრობლემა, ჩვენი ხალხის გასაჭირია, ჩვენს ხალხს უჭირს. ამიტომ, როცა ხალხს უჭირს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაა. ეს უკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით გამოიხატება

ასეთი ტიპის ვითომ კრიზისები, რომელიც რეალურად კრიზისი არ არის, რომ გავასწოროთ, ამის ერთადერთი გზა არის ეკონომიკის გაძლიერება და ხალხის კეთილდღეობის ამაღლება.

თუ დააკვირდებით, აბა გადახედეთ, ასეთი რაღაცები ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰოლანდია, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია - არა, იმიტომ რომ ხალხს არ უჭირს და ასეთ რაღაცებს არ გამოეკიდება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]