ქობულია ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქვეყანაში, რეალურად, პოლიტიკური კრიზისი არ არის შექმნილი.
„ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, რეალურად კრიზისი არ არის. ეს არის ყველაფერი ამოწოვილი და მარტო იმისთვის არ კეთდება, რომ არჩევნებია. ამის ძირითადი საფუძვლები, ფუნდამენტური პრობლემა, ჩვენი ხალხის გასაჭირია, ჩვენს ხალხს უჭირს. ამიტომ, როცა ხალხს უჭირს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაა. ეს უკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით გამოიხატება
ასეთი ტიპის ვითომ კრიზისები, რომელიც რეალურად კრიზისი არ არის, რომ გავასწოროთ, ამის ერთადერთი გზა არის ეკონომიკის გაძლიერება და ხალხის კეთილდღეობის ამაღლება.
თუ დააკვირდებით, აბა გადახედეთ, ასეთი რაღაცები ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰოლანდია, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია - არა, იმიტომ რომ ხალხს არ უჭირს და ასეთ რაღაცებს არ გამოეკიდება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.