weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დეტალურად ვიცით ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს - გიორგი გახარია

16:27 ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც საგამოძიებო უწყებები მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას აპირებენ, განაცხადა, რომ არ იცის, რა ჩანაწერს გულისხმობს გვარამია, თუმცა დეტალური ინფორმაცია აქვს ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს.

„წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ, რა ჩანაწერებზე საუბრობს ბატონი ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალურ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს.

დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს. ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი. ეს ყველაფერი ვიცით, მათ შორის მიყურადების შედეგად.

მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გუშინ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს ამზადებს. გვარამიას თქმით, მისი წყაროს ინფორმაციით, გაყალბებულ ჩანაწერში ლაპარაკია ზაზა სარალიძეზე და გეგმაზე, როგორ უნდა დაეხმარონ მას აქციების ორგანიზებაში.

„დიახ, ზაზა სარალიძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენი საუბრების გინდა მიშასთან, გინდა სხვასთან. მათ შორის ის საკითხები, როგორ დავხმარებოდით მას აქციებსა და გაშუქებაში. ეს მიმართულია იმისკენ, რომ  ამ ადამიანმა სამართალი იპოვოს. იმიტომ, რომ ჩვენს გარდა დამხმარე არ ჰყავს ამ ქვეყანაში. არავის აქვს სურვილი, რომ  მას დაეხმაროს“, - განაცხადა გვარამიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]