„ვამთავრებ რეგიონებში შეხვედრებს, რომელმაც დაახლოებით 63 ქალაქში მიმიყვანა. ამ შეხვედრებამდე იყო 15 ცენტრი, სადაც ჩვენ ხელმოწერებს ვაგროვებდით. კიდევ იქნება 10 რაიონი თბილისში, სადაც ხვალ და ზეგ შევხვდები მოსახლეობას. თითქმის 10 000 კილომეტრის და ამდენი შეხვედრის ფარგლებში ვეცადე გამეზიარებინა მოსახლეობისთვის, რა არის ჩემი ხედვა და რისთვის მოვდივარ პრეზიდენტად.
ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა ნიკო ნიკოლაძეს, მას ჰქონდა საქართველოსთვის უაღრესად სწორი პროგრამა ყველა კუთხით, რომელიც ეხება ევროპას, თანამედროევობას, მშვიდობას, განათლებას და ეს ყველაფერი მე გადმოვიტანე ჩემს პროგრამაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ხედვები საზოგადოებაში გავრცელდება.
[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია