weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი – ზურაბიშვილი

14:24 შაბათი, 20 ოქტომბერი 2018

„სანამ აქედან წავიდოდნენ ჩემი წინაპრები, მთაწმინდაზე ცხოვრობდნენ, სადაც ორი წლის წინ თქვენ დეპუტატად ამირჩიეთ. ამდენად, მთაწმინდა ჩემთვის რჩება იმ განსაკუთრებულ ადგილად, საიდანაც მინდოდა თბილისელ ამომრჩეველთან შეხვედრები დამეწყო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის რაიონში, სადაც ამომრჩეველს შეხვდა.

ზურაბიშვილის თქმით, გუშინ დაასრულა საქართველოს 63 რეგიონული ცენტრის შემოვლა და წინასაარჩევნო შეხვედრებს თბილისის 10 რაიონში განაგრძობს.

„შეხვედრებს ვიწყებ აქ, სადაც მართლაც ჩემს სახლში ვარ. აქ ყოველთვის ვიქნები არა მხოლოდ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი, რადგან მთაწმინდა არის სიმბოლური გული და ცენტრი არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოსი. ეს არის ისტორიული უბანი, სადაც იწყება ჩვენი ისტორია. აქ ახლოს გამოცხადდა დამოუკიდებლობა, რომელიც დღემდე არის ის, რაც ყველაზე უფრო გვაერთიანებს, რაც ჩემთვის ყველაზე ღირებულია და როგორც პრეზიდენტი მე ამ დამოუკიდებლობას დავიცავ. ეს მევალება კონსტიტუციით, მაგრამ რომც არ მევალებოდეს, ეს არის ჩემი შინაგანი ვალი იმ ხალხის მიმართ, ვინც აქამდე მოიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, როგორც მაჟორიტარმა, მან კარგად იცის მთაწმინდის პრობლემები, რომელთა გადასაჭრელად პრეზიდენტის რანგში მეტის გაკეთება შეეძლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]