weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მე და მიშას გვინდა 17 ნოემბერს ქორწინების წლისთავი ზუგდიდში აღვნიშნოთ – სანდრა რულოვსი

18:24 შაბათი, 20 ოქტომბერი 2018

„28 ოქტომბერს გადაწყდება ძალიან ბევრი რამ. არა მარტო ვინ იქნება პირველ ტურში გამარჯვებული, არამედ საქართველო გადარჩება თუ არა როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც პროევროპული ქვეყანა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში, სადაც გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

სანდრა რულოვსის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება და დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა სურს.

„რომ დავდივარ მეკითხებიან ხოლმე, მიშა სად არის, როდის ჩამოვა. მე ვამბობ, მიშა ნამდვილად ჩამოსვლის ხასიათზეა. 17 ნოემბერს ჩვენ გვაქვს ქორწინებიდან 25 წლისთავი, მე მინდა, მასაც არანაკლებად, რომ ჩვენ ეს თარიღი აქ აღვნიშნოთ, ზუგდიდში, თქვენთან ერთად. ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს; ჩამოვიდეს მშვიდობიანად, პრობლემების გარეშე, დაგვხვდეს 11 გაერთიანებული პარტიის მომხრე და დანარჩენი ადამიანებიც, რომლებიც არ შემოხაზავენ ნომერ „5“-ს  მიხვდებიან, რომ საქართველოსთვის ასე ჯობია, რომ მესამე პრეზიდენტს ჰქონდეს საშუალება, როგორც პრეზიდენტმა იმუშაოს თავისი ქვეყნისთვის რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. თვითონაც იძახის: მე უბრალოდ მინდა ვიყო ჩემს ქვეყანაში, მინდა დავეხმარო, ძალიან დიდი ხედვა მაქვს ამ ქვეყნისთვის, ძალიან ბევრი რამ არ მივიყვანე ბოლომდე და აი, უკვე 11 პარტიასთან და მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელებ იმ გზას, რომელზეც ვიდექით და რომლიდანაც ოლიგარქმა ტყუილებით გადაგვიყვანა“, - თქვა სანდრა რულოვსმა.

მან მხარდამჭერებს 28 ოქტომბერს, არჩევნებზე წასვლისა და გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]