weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

ვაშაძემ სახარება მოიტანა და მითხრა, მომეცი აღთქმა რომ ოპოზიციაში არ წახვალო – დუმბაძე

18:31 კვირა, 21 ოქტომბერი 2018 hits 2738

„როცა დაისვა საკითხი, ვინ უნდა ყოფილიყო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ჩემი მტკიცე მარჯვენა და მარცხენა ხელით დავადასტურე გრიგოლ ვაშაძესთან ურთიერთობა. ჩემი ფეხითაც დავადასტურე, იმიტომ, რომ ჩემი ფეხი ბედნიერია ყველა იმ ოპოზიციაში, რომელშიც მივდივარ, ის ყოველთვის იგებს“, – განაცხდა მურმან დუმბაძემ ბათუმში, საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე.

„40 000 კილომეტრი გავიარეთ და შემოვიარეთ საქართველო, გარწმუნებთ, რომ ნამდვილად ვიგებთ ამ არჩევნებს. ამ სიარულში გრიგოლ ვაშაძესთან დავძმაკაცდი. მეუბნება – ბატონ მურმან, მომეცი აღთქმა, რომ შენ ოპოზიციაში აღარ წახვალ. სახარება მოიტანა და დამადებინა ორივე ხელი. მივეფერე სახარებას, მაგრამ ვუთხარი - მძიმე უნდა დავსვათ, არ წავალ ოპოზიციაში, თუ ის შეასრულებს ერთ პირობას: 2018 წლის 29 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე შედის ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში, დაუძახებს თავის თანაშემწეს და გამოართმევს A4 ფორმატის ქაღალდს, ამოიღებს საკუთარი პერანგიდან ავტოკალამს და მისი ლამაზი მარჯვენა, მტკიცე ხელით წერს შემდეგი შინაარსის ბრძანებას: „მე, საქართველოს პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე ვბრძანებ: საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს მოქალაქეობა“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

როგორც დუმბაძემ განაცხადა 11 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს.

მურმან დუმბაძე 2012-2016 წლებში „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, თუმცა 2014 წლიდან პარტიის წევრი აღარ არის. 2016 წელს მურმან მან პარტია „ემსახურე საქართველოს“ დააფუძნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]