weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული – გრიგოლ ვაშაძე

01:57 ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ დაქორწინდა.

„როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული. პირველი ქორწინების დროს 18 წლის ვიყავი, ნუ ახლა college sweethearts (კოლეჯის შეყვარებულები)“, - თქვა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S.-ში.

გადაცემაში გასული სიუჟეტი პრეზიდენტობის კანდიდატის პირად ცხოვრებასა და კარიერას შეეხებოდა. ჟურნალისტის თქმით, 1988 წელს გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროდან წამოვიდა, სადაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა და 20 წელი ცოლის, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის კარიერის შენებას მიუძღვნა. ჟურნალისტის თქმით, ვაშაძე აფორმებდა კონტრაქტებს, როგორც პროფესიონალი იურისტი, აწარმოებდა მოლაპარაკებებს და აორგანიზებდა გასტროლებს.

ნინო ანანიაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს ერთი შვილი ჰყავთ. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, პირველი ქორწინებიდან ვაშაძის ვაჟი, ნოდარ ვაშაძე ევროპაში მათი (ვაშაძეების) ღვინის კომპანიის წარმომადგენელია და შვილიც ჰყავს.

ამავე ინტერვუში გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მეგრულს სწავლობს, რომელსაც ის მეორე სახელმწიფო ენას უწოდებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]