weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახა კუკავას სასარგებლოდ არჩევნებიდან კანდიდატურები მოხსნეს

10:00 ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018

„ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერმა, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა აკაკი ასათიანმა და „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა ვახტანგ გაბუნიამ არჩევნებიდან კანდიდატურები მოხსნეს.

როგორც ასათიანმა და გაბუნიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კახა კუკავას დაუჭერენ.

კახა კუკავას ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ ეროვნული, ტრადიციული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით კოალიციის შექმნაა დაგეგმილი.

„ჩვენ ვაპირებთ, არჩევნების შემდეგ გავაგრძელოთ ის მთავარი პოლიტიკური დატვირთვა, რაც ყველას მხრიდან გვესმის და ეს არის მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა, რომელიც არ იქნება არც „ოცნების“ სატელიტი, არც „ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც თავს დააღწევს ნეოლიბერალურ დახშულ წრეს. ეს იქნება ორიენტირებული არა ხელისუფლების, პოლიტიკურ და მედიაელიტებზე, არამედ საქართველოს მოქალაქეებზე“, – განაცხადა კუკავამ.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]