weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, საქართველოდან წავალ – ნიკა გვარამია

10:39 ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოდან წასვლას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გახდება. ამის შესახებ გვარამიამ გადაცემაში „კვირის აქცენტები“ განაცხადა.

ნიკა გვარამიამ „ქართული იცნების“ შიდაპარტიულ კვლევაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი სალომე ზურაბიშვილს აქვს. როგორც გვარამიამ განაცხადა, ზურაბიშვილს პრეზიდენტად „ვერ გაიყვანენ“.

„პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილი წააგებს. არ ვიცი მეორეზე გავა, თუ მესამეზე - ვისურვებდი მესამეზე და დავისვენებდი, ორი პროდასავლური კანდიდატი გვეყოლებოდა მეორე ტურში და ვიქნებოდი მშვიდად. მაგრამ თუ მაინც გაძვრა სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში, ის წააგებს უპირობოდ იმიტომ, რომ ზრდის პერსპექტივა აქვს ნულოვანი. რაც შეეხება პირველი ტურის მოგებას, სალომე ზურაბიშვილი 20%-ის მიდამოებშია. თუ 20% „ქართულმა ოცნებამ“ 50%-ზე მეტი გახადა, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა არჩევნების თავზე გადახევა. მაშინ ამაში ოპოზიციამაც უნდა შეუწყოს ხელი. გვითხრან, რომ გაყიდული აქვთ არჩევნები და დავოკდებით. მე წავალ ბედნიერად ამ ქვეყნიდან, რადგან არ მაქვს სალომე ზურაბიშვილის საქართველოში ცხოვრების სურვილი. ეს არის რუსეთის პროვინცია საქართველო და მე მირჩევნია სხვაგან ავაშენო ჩემი და ჩემი შვილების მომავალი. სალომე ზურაბიშვილი თუ წააგებს, დაველოდები ნებისმიერს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ის ვერ ხედავს საკუთარ ადგილს საქართველოში, თუ სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი.

„თქვენ არ გესმით, რას ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა. ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობაზეც არ ვიტყოდი, რომ ეს ქვეყნის დასასრულია და მეორედ მოსვლა. ახლა უკვე ვიტყოდი, რადგან პრორუსული გავლენები გამოიკვეთა. სალომე ზურაბიშვილი არ გესმით რას ნიშნავს, მეგობრებო. პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომლის წიგნი იქნება მტკიცებულებად წარდგენილი საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე ამ ქვეყნის, მისი დამოუკიდებლობის და სუვერენული მთლიანობის საფრთხე. რისთვის ვიბრძოლო? რუსეთი იქნება ქვეყანაში და რუსეთს ვებრძოლო შიგნიდან? არა, მე ესეთი გიჟი ნამდვილად არ ვარ. ვერ ვხედავ ჩემს ადგილს საქართველოში, თუ ის იქნება პრეზიდენტი“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]