პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტერვიუზე მიწვეულები არიან: ტელეკომპანია „იმედიდან“ გადაცემის „პირისპირ“ წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე, „რუსთავი 2“-დან გადაცემა „არჩევანის“ წამყვანი გიორგი გაბუნია და „TV პირველიდან“ გადაცემა „რეაქციას“ წამყვანი ინგა გრიგოლია
„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს. ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის“, განაცხადეს „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს.