„ეს არის ის, რაც ძვირფასია თითოეული თქვენგანისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის; ყველაზე სათუთი, რაც გავქვს ქართველებს - ჩვენი ენა, მამული, სარწმუნოება ამ ქალმა, თავისმა ოჯახმა მოიტანა დაახლოებით 100 წელი და დარწმუნებული ვარ, რომ თავის შვილებს და თავის მომავალს გადასცემს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა კილაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია.