weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტი Facebook-ზე ცოლმა გააზიარა - მერის მოადგილე

18:23 სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018
ფოტოზე არმენ მარანგოზიანი ფოტოზე არმენ მარანგოზიანი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, არმენ მარანგოზიანის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, სამუშაო საათებში, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტის გაზიარება ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ სამართალდარღვევად არ მიიჩნია.

სოციალურ ქსელში არმენ მარანგოზიანის პირად გვერდზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის, ასევე მმართველ გუნდთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა 1-ელ და 2 ოქტომბერს გაზიარდა. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიმართა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის მტკიცებით, სამუშაო საათებში, საჯარო მოხელის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერი პოსტის გამოქვეყნებით დაირღვა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების კანონით დადგენილი წესი.  

არმენ მარანგოზიანმა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში ახსნა–განმარტების წერილი წარადგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი სოციალური ქსელით არა მხოლოდ ის, არამედ მისი მეუღლეც სარგებლობს.

„ფეისბუქ სტატუსის გამოქვეყნება ხორციელდება პირად საკუთრებაში არსებული ტექნიკით და არა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკის საშუალებით. ჩემი სოციალური ქსელის ვებ-გვერდით ვსარგებლობ არა მარტო მე, არამედ სარგებლობს ჩემი მეუღლეც, მადონა ოგანესიანი. სწორედ მის მიერ არის გაზიარებული პოსტები. როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა მათ შესახებ (ცესკოს წერილის მეშვეობით), იმავე დღეს მივედი სახლში და წავშალე“, - განმარტავს მერის მოადგილე.

საქართველოს საარჩევნო კოდექსი სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს უკრძალავს სამუშაო საათების დროს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას და აგიტაციაში მონაწილეობას; ასევე წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა) ეკრძალებათ მათთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება. კანონის ამ მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს  2000 ლარის ოდენობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]