weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ივანიშვილის თქმით, ირაკლი სესიაშვილს 310 კვ.მ სახლის აშენება 31 000 დოლარი დაუჯდა

23:02 სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნებიდან“ თელავი-ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატს, ირაკლი სესიაშვილს 310 კვ.მ სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება 31 000 აშშ დოლარი დაუჯდა.

„310 კვ.მ არის ეს სახლი - ნახეთ რა კარგად ვუყურე გადაცემას. შავი კარკასია მხოლოდ აშენებული და მინებია ჩასმული, გალესილი. ეს ფასი მეც ძალიან კარგად ვიცი - მაქსიმუმ 40 დოლარია. 100 დოლარადაც, როდესაც კომპანიას ქირაობ, მაგისი აშენება შეიძლება. 310 კვ.მ რომ გავამრავლოთ 100 დოლარზე, არის 31 000 დოლარი. აუზი საერთოდ კაპიკები დაჯდებოდა, რადგან ჯერ არ არის გაშვებული, არ ფუნქციონირებს. ესეც არის ბეტონი. ბეტონის ფასი ძალიან კარგად ვიცი“, – მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „რუსთავი 2“ იმ სიუჟეტების გამო გააკრიტიკა, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირების მიერ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშენებულ ძვირადღირებულ საცხოვრებელ სახლებს ეხება.

„ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ გააკეთეთ გადაცემა. გამოიტანეთ მთავრობის და პარლამენტის წევრების ბინები ისე, რომ არცერთ მათგანთან შეკითხვები არ დაგისვამთ. [...] თქვენ განსხვავებულ აზრს არ აჩვენებთ მაყურებელს. დიდი ნაწილი გყავთ მძევლად აყვანილი. ხართ დახურული ტელევიზია. აჩვენებთ სიცრუეს - 99%-ს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ირაკლი სესიაშვილმა „რუსთავი 2“-ს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა და 100-ით 0 მოუგო.

„ისევე როგორც სესიაშვილმა ამომწურავი პასუხი გასცა ყველა კითხვას, გარწმუნებთ, ესეთივე პასუხები აქვს იზორიას, პრემიერ-მინისტრს, ესეთივე პასუხები აქვს კობახიძეს, მაგრამ „რუსთავი 2“ სიცრუის დამალვას ცდილობს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს სამი ტელეკომპანიის: „რუსთავი 2“-ის, „იმედისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს აძლევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]