weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გუნდის წევრებს მოვუწოდებ, ნუ კეკლუცობენ და პარტიის პოზიციას პატივი სცენ – ივანიშვილი

01:49 ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018

„გუნდის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა სწორი პოზიცია იყო, თუმცა ზოგიერთ წევრს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ნუ კეკლუცობენ და პარტიის პოზიციას პატივი სცენ. ძალიან ღირსეული კანდიდატია ქალბატონი სალომე, ის ძალიან ბევრს იმსახურებს და მაქსიმალურად მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

თანაგუნდელების გარდა, ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ „ქართული ოცნების“ არსებულ და ყოფილ მხარდამჭერებსაც მოუწოდა. მისი თქმით, ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშივე გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

„ჩვენი ბოლო კვლევებით, დიდი შანსი გვაქვს, რომ პირველ ტურშივე გავიმარჯვებთ.

მეორე ტურში საერთოდ კითხვის ნიშანი არ არის. ქალბატონი სალომე 100%-იანი ალბათობით იმარჯვებს. დიდი ალბათობაა, რომ სალომემ პირველ ტურშივე გაიმარჯვოს.

მივმართავ ყოფილ მხარდამჭერებს და მხარდამჭერების იმ ნაწილს, რომელიც დღეს კიდევ მერყეობს, ქალბატონ სალომესთან დაკავშირებით: ეს არის ძალიან ღირსეული კანდიდატი და ძალიან გთხოვდით, რომ აქტიურები იყავით. ჩვენ განაღდებული გვაქვს ქალბატონი სალომეს გამარჯვება“, - განაცხადა ივანიშვილმა

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და თქვა, რომ ის საზოგადოებას მოუწოდებს იმ კანდიდატის მხარდაჭერისკენ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს საკუთარი მოსახლეობის დაბომბვაში დაადანაშაულა. ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამ შეფასებას ისიც იზიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]