თანაგუნდელების გარდა, ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ „ქართული ოცნების“ არსებულ და ყოფილ მხარდამჭერებსაც მოუწოდა. მისი თქმით, ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშივე გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
„ჩვენი ბოლო კვლევებით, დიდი შანსი გვაქვს, რომ პირველ ტურშივე გავიმარჯვებთ.
მეორე ტურში საერთოდ კითხვის ნიშანი არ არის. ქალბატონი სალომე 100%-იანი ალბათობით იმარჯვებს. დიდი ალბათობაა, რომ სალომემ პირველ ტურშივე გაიმარჯვოს.
მივმართავ ყოფილ მხარდამჭერებს და მხარდამჭერების იმ ნაწილს, რომელიც დღეს კიდევ მერყეობს, ქალბატონ სალომესთან დაკავშირებით: ეს არის ძალიან ღირსეული კანდიდატი და ძალიან გთხოვდით, რომ აქტიურები იყავით. ჩვენ განაღდებული გვაქვს ქალბატონი სალომეს გამარჯვება“, - განაცხადა ივანიშვილმა
ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და თქვა, რომ ის საზოგადოებას მოუწოდებს იმ კანდიდატის მხარდაჭერისკენ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს საკუთარი მოსახლეობის დაბომბვაში დაადანაშაულა. ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამ შეფასებას ისიც იზიარებს.