weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დიდი იმედია რომ შეიძლება მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდეს - ივანიშვილი მარიხუანაზე

12:03 ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018

„ძალიან დიდი ხიბლია, რომ ჩვენ შეიძლება დამატებით მილიარდი და 2 მილიარდი დოლარის ექსპორტიც მოვახერხოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციით. წარმოება არ არის იოლი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას წარმოებასა და ექსპორტთან დაკავშირებით.

ივანიშვილმა დაადასტურა, რომ სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის მარიხუანას წარმოების იდეის ავტორი თავადაც იყო.

„კანონმდებლობა როცა შევიდა პარლამენტში, მაშინ საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე კოსმეტიკური და სამედიცინო მოხმარების მიზნით. იქ არსად ყოფილა საუბარი ნარკოტიკული საშუალების წარმოებაზე. ვნახეთ, ჩვენ საზოგადოების რეაქცია, მათ შორის საპატრიარქოსიც, მთელმა გუნდმა ანგარიში გავუწიეთ და შევაჩერეთ ეს კანონპროექტი“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდა და მთავარი ხიბლი მარიხუანას წარმოებისა, მისი რენტაბელურობაა.

„რასაც აქვს ხიბლი ამ წარმოებაში და რატომაც შევიდა პარლამენტში ეს კანონმდებლობა (და მათ რიცხვში, მეც ვმონაწილეობდი ამ კანონპროექტის განხილვაში), წარმოებას სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარების მიზნით, რენტაბელობა ძალიან დიდი აქვს, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, 500%-ზე მეტია.

არის ძალიან დიდი იმედი, ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ შეიძლება მილიარდი დოლარის და უფრო მეტის ექპორტი განხორციელდეს ერთი, ორი და სამი წელიწადის განმავლობაში.

მინდა ჩამოვთვალო ქვეყნები, რომლებიც მარიხუანას აწარმოებენ და ექსპორტზეც გააქვთ: აშშ, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია.

როდესაც გუნდშიც გვქონდა ამაზე განხილვა, გუნდის ზოგიერთ წევრს არ აწყობდა ასეთი ქვეყნების ჩამონათვალი - ესენი განვითარებული ქვეყნები არიან. უზბეკეთი დიდი რაოდენობით მარიხუანას აწარმოებს სამედიცინო დანიშნულებით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტზე მსჯელობა გაგრძელდება, მათ შორის, საპატრიარქოსთანაც: „თუ ვნახავთ, თუ დავრწმნუნდებით რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი არასოდეს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არც ახლა წავა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]