„გუშინ ჩვენ ვნახეთ ფარცხალაძის ადვოკატი, „რუსთავი 2“-ის პროკურორი, ჟურნალისტების მასწავლებელი, სიტყვის ბანზე აგდების ოსტატი, მაგრამ ვერ ვნახეთ დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელიც პოზიტიური ენერგიებით აავსებდა საზოგადოებას. ჩვენ მოვისმინეთ დაპირება, რომ იგი ერთ წელიწადში შეძლებს იმის გაკეთებას, რაც ვერ შეძლო შვიდი წლის განმავლობაში – მმართველ პარტიად წოდებული „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო კონგლომერატი ოდნავ მაინც დამსგავსებოდა პოლიტიკურ ორგანიზაციას“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, არაფერი იძლება ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაპირებას შეასრულებს:
რა გაუმჯობესდა ქვეყნის მმართველობაში განვლილი ნახევარი წლის განმავლობაში, რაც ივანიშვილი დაბრუნდა პარტიის მმართველობაში – არაფერი“.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, გუშინდელი ინტერვიუდან საზოგადოებამ ისიც დაინახა, რომ „ივანიშვილისთვის პრაგმატულ-პოლიტიკრად „ნაცმოძრაობა“ „რუსთავი 2“-ს გაცილებით დიდი ფასი და სარგებელი აქვს, ვიდრე საკუთარ სახელისუფლებო გუნდს და ტელევიზიებს“.
„შექმნილ ვითარებაში გამოსავალი სხვებმა უნდა ვიპოვოთ და ხელისუფლება იძულება-დარწმუნების გზით უნდა დავითანხმოთ 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. ამისთვის კი უდიდესი მნიშვნელობა ექნება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ქოც-ნაცური მოჯადოებული წრის გარღვევას“, – განაცხადა „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა.