weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს იყო გულწრფელი, პატრიოტი კაცის ინტერვიუ - სოფო კილაძე

15:41 ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018
ფოტოზე სოფო კილაძე ფოტოზე სოფო კილაძე

„ეს იყო გულწრფელი, პატრიოტი კაცის ინტერვიუ, რომელმაც ძალიან გულწრფელად ისაუბრა საჭირბოროტო პრობლემებზე“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას.

კილაძემ, რომელიც პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებს, მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სწორი იყო.

„აბსოლუტურად სწორი იყო ბიძინა ივანიშვილი თავის შეფასებებში, რომ ხდება პროპაგანდა იმისა, რომ იქცევა ქვეყანა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს ანგრევს და თქვენ თითქმის არასდროს აშუქებთ მეორე მხარეს, ანუ რეალურად რა კეთდება და რა არის სიმართლე.

მედიის მხრიდან ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება არის ის სტანდარტი, რომელიც საერთაშორისოდ არის დამკვიდრებული. ეს არის მედიის ფუნქცია და არა ის, რომ იყოს პროპაგანდის იარაღი“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს მაყურებლის დიდი ნაწილი მძევლად ჰყავს აყვანილი და მას განსხვავებულ აზრს არ აჩვენებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]