weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ დავუშვებთ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს – პრემიერი

10:33 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც ბახტაძემ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებით ქვეყანა დემოკრატიის კიდევ ერთ ტესტს ჩააბარებს.

„რამდენიმე დღეში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე გვაქვს. ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი. საქართველო ამ არჩევნებით კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიის ტესტს ჩაატარებს და მჯერა, რომ ყველა ერთად, თითოეული მოქალაქე ამ ტესტს ჩავაბარებთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რათა ეს არჩევნები თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებულიყო.

„აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი, ჰქონოდა ნამდვილი ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია, ვერ მოხერხდა ბოლომდე გარკვეული პოლიტიკური ძალების დესტრუქციული რიტორიკის გამო.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ.

მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის უზრუნველყოფილი იყო თანაბარი და კონკურენტული გარემო. შესაბამისად გპირდებით, რომ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებული აქვს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი, რათა ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]